2–8 აგვისტოს რაჭაში გაიმართა ლიდერების სკოლა – ეს იყო ერთკვირიანი თავგადასავალი, რომელმაც გააერთიანა განათლება, შთაგონება და ზაფხულის დაუვიწყარი ემოციები.
ბანაკის პროგრამა მოიცავდა ლიდერობის, გუნდურობისა და მოტივაციის თემებზე გამართულ ტრენინგებს, რომლებსაც უძღევბოდნენ,
გამოცდილი ტრენერები/სპიკერები:
ისრარ ხანი— გუნდურობა
ჯეიდენ ბრეივსი— ლიდერობა
სოფიკო ქვარცხავა — მოტივაცია.
თითოეული შეხვედრა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული გამოცდილების წყარო იყო, რამაც ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოეჩინათ. საგანმანათლებო შეხვედრებს ავსებდა თემატურად დაკავშირებული ინტერაქტიული და შემოქმედებითი აქტივობები, რაც აძლიერებდა მონაწილეების გუნდურობასა და პოზიტიურ ენერგიას.
გარდა ბანაკისთვის დამახასიათებელი ღონისძიებებისა მონაწილეებმა გამოსცადეს: ლაშქრობა კულინარია ბუნებაში ფერების ფესტივალი ისტორიებით, ემოციით, ენერგიით სავსე საღამოები კოცონის გარშემო. ლიდერების სკოლა რაჭაში იყო სივრცე, სადაც ცოდნა და გართობა იქცა მოტივაციისა და მეგობრობის წყაროდ . თითოეული მონაწილე ბანაკიდან წავიდა ახალი იდეებით , ინსპირაციითა და მომავლისკენ გადადგმული თავდაჯერებული ნაბიჯებით.
ლიდერების სკოლა ორგანიზებულია SS for Georgia-ს, ლინგოსთარისა და Oxford Centre for Leadership-ის ერთობლივი ძალისხმევით.