ლინგოსთარის ოლიმპიადის გამარჯვებულები მირიან კუბლაშვილი და ელისაბედ რამიშვილი დუბაის საგანმანათლებლო ვიზიტის მონაწილეები არიან ქართველ ახალგაზრდა დელეგატებთან ერთად.
პროგრამა ორგანიზებულია ლინგოსთარისა და SS IEFG -ის მიერ.
ახლაგაზრდები უდაბნოს, მომავლის მუზეუმისა და დუბაის უნივერსიტეტის შემდეგ ესტუმრნენ როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტს (RIT Dubai), სადაც გაეცნენ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, ასევე გადაეცათ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის დამადასტურრბელი სერტიფიკატი.
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები შეხვდნენ საქართველოს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავას, რომელმაც მათ მიულოცა წარმატება და ისაუბრა განათლებისა და კულტურის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
კულტურული პროგრამის ნაწილში ახალგაზრდებმა მოინახულეს დუბაის საოცრებათა ბაღი, სადაც ბუნებისა და ხელოვნების შთამბეჭდავი შერწყმა იხილეს.
გარდა ამისა დაათვალიერეს ქალაქის ცნობილი ღირსშესანიშნაობები: ბურჯ ხალიფა, დუბაი მოლი, გლობალური სოფელი და სხვა.
აღნიშნული ვიზიტის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება, ინოვაციურ გარემოში ინტეგრაცია და გლობალური ხედვის გაფართოება, რაც მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს.