GLOBAL LEADERSHIP CAMP 2026

ბაკურიანი 15–20 იანვარი

ლინგოსთარის ზამთრის ბანაკი GLOBAL LEADERSHIP CAMP ჩატარდება 2026 წლის 15-20 იანვრის პერიოდში ბაკურიანში, სასტუმრო Grand Noel-ში და აერთიანებს ახალგაზრდებს როგორც საქართველოდან ასევე, აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში ლიდერობის, კომუნიკაციისა და გლობალური აზროვნების უნარების განვითარება — ინგლისურენოვან და მრავალფეროვან გარემოში.
საგანმანათლებლო პროცესს გაუძღვებიან ოქსფორდიდან და ამერიკიდან მოწვეული ტრენერები და პედაგოგები, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებენ ინტერაქტიულ სესიებს, გუნდურ პროექტებსა და სამოტივაციო ტრენინგებს თანამედროვე მეთოდებით.

GLOBAL LEADERSHIP CAMP აერთიანებს:
• ინგლისური ენის პრაქტიკას ბუნებრივ გარემოში;
• ლიდერობისა და თვითგანვითარების ტრენინგებს;
• კულტურულ და სპორტულ აქტივობებს;
• საერთაშორისო მეგობრობასა და ურთიერთგაცვლას.
ბანაკში მონაწილეობა წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს – ისწავლონ, გაიზარდონ და აღმოაჩინონ საკუთარი ლიდერული პოტენციალი.

თარიღი: 15–20 იანვარი, 2026
ადგილმდებარეობა: ბაკურიანი, სასტუმრო Grand Noel