რატომ Lingostar-ის ინგლისური ენის სკოლა?
ჩვენი პროგრამა აერთიანებს ამერიკულ და ბრიტანულ მიდგომებს, რაც გაძლევთ სრულ და მრავალფეროვან გამოცდილებას. სწავლების ინოვაციური სისტემა და ეფექტური მეთოდოლოგია დაგეხმარებათ სწრაფ პროგრესში. აქ ინგლისური ენა არის არა მხოლოდ საგანი, არამედ კომუნიკაციისა და შესაძლებლობების წყარო. Lingostar- ის მიზანია მოსწავლეები საერთაშორისო გამოცდილებისთვის მოამზადოს.
ზოგადი ინგლისური ენის კურსი:
- განკუთვნილია II–XI კლასის მოსწავლეებისთვის.
- UK+US ჰიბრიდული პროგრამა CEFR სტანდარტით (A1–C2) – სწრაფი პროგრესი, სრული ყურადღება მოსწავლეზე. ბრიტანული სიზუსტე და ამერიკული თავდაჯერებულობა.
- ქართველი პედაგოგის ჩართულობა უზრუნველყოფს გრამატიკის გამყარებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, რაც მოსწავლეს ეხმარება თავისუფლად და ზუსტად გამოხატოს საკუთარი აზრი ინგლისურად.
- რეალური თემები: სწავლა, მოგზაურობა, დებატები, ინტერვიუები და კარიერული გამოწვევები.
- გამოიყენება უახლესი სასწავლო მასალები და წიგნები, რომლებიც ქართულ ბაზარზე არ იშოვება და შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
ინდივიდუალური გაკვეთილები Lingostar-ში
- ერთი – ერთზე მუშაობა უცხოელ და ქართველ სერტიფიცირებულ მასწავლებლებთან.
- მოქნილი განრიგი – აირჩიე დრო, რომელიც შენთვის საუკეთესოა.
- ინდივიდუალური ტემპი – სწავლა სწორედ შენი უნარებისა და მიზნების მიხედვით.
- აკადემიური სერტიფიკატი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით.
- დონის ტესტირება – უფასო და სავალდებულო.
რეგისტრაცია დაწყებულია ადგილები შეზღუდულია!
