ინგლისურის სწავლა შეიძლება იყოს ყველაზე მხიარული გზა დამღლელი კვირის პოზიტიურად დასასრულებლად. საკვირაო სკოლა შესანიშნავი არჩევანია იმ ბავშვებისთვის, ვისაც კვირის განმავლობაში დატვირთული განრიგი აქვს და დრო არ ჰყოფნის დამატებითი გაკვეთილებისთვის. აქ ისინი შეძლებენ კვირაში ერთხელ, ორ საათში, შეისწავლონ ინგლისური ეფექტურად და მხიარულად. გაკვეთილები ტარდება ინტერაქტიულად თამაშებით, ვიდეოებით, პროექტებითა და მსჯელობით, რაც სწავლას საინტერესოს და პრაქტიკულს ხდის. კურს ხელმძღვანელობს ბრიტანელი 21 წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი, რაც მათ დაეხმარებათ რეალური კომუნიკაციის უნარის განვითარებაში. საკვირაო სკოლა აერთიანებს სწავლასა და გართობას, მინიმალური დატვირთვით და მაქსიმალური შედეგით.

წლის ბოლოს ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს
ივნისის ბოლოს გაიმართება საკვირაო სკოლის დასკვნითი ღონისძიება LINGOSTAR-ში, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ პროექტებს და მიღწევებს.