
SS International Education for Georgia-ს დელეგაცია იმყოფება იტალიის დედაქალაქ რომში, სადაც დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ გაეროს მოდელირების (Model United Nations – MUN) საერთაშორისო კონფერენციანზე.
აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ გაეროს საქმიანობის პრინციპებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნების, დიპლომატიური კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის უნარები, ასევე ჩაერთონ გლობალური მნიშვნელობის საკითხების განხილვაში მსოფლიო ახალგარზდებთან ერთად.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს უმასპინძლა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიაში, ქალბატონმა თამუნა ლილუაშვილმა. შეხვედრა გაიმართა საინტერესო და ინტერაქციულ ფორმატში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ დიპლომატიური საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, მიეღოთ პროფესიული რჩევები და დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა დელეგატებთან ერთად იმყოფება Lingostar•ლინგოსთარი-ის შემოდგომის სეზონის VII–VIII საკლასო კატეგორიის გამარჯვებული ანა გოგიაშვილი.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას.
