GLOBAL LEADERSHIP CAMP 2026

ბაკურიანი 15–20 იანვარი

ლინგოსთარის ზამთრის ბანაკი GLOBAL LEADERSHIP CAMP ჩატარდა 2026 წლის 15-20 იანვარს ბაკურიანი-ში, Grand Noel-ში და გააერთიანა ახალგაზრდები მთელი საქართველოდან.
ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში ლიდერობის, კომუნიკაციისა და გლობალური აზროვნების უნარების განვითარება – ინგლისურენოვან და მრავალფეროვან გარემოში.
საგანმანათლებლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ ოქსფორდიდან და ამერიკიდან მოწვეული ტრენერები და პედაგოგები, რომლებმაც მონაწილეებს შესთავაზეს ინტერაქტიული სესიები, გუნდური პროექტები და სამოტივაციო ტრენინგები თანამედროვე მეთოდებით.

GLOBAL LEADERSHIP CAMP-მა გააერთიანა:
* ინგლისური ენის პრაქტიკა ბუნებრივ გარემოში;
* ლიდერობისა და თვითგანვითარების ტრენინგები;
* კულტურული და სპორტული აქტივობები;
* საერთაშორისო მეგობრობა და გამოცდილების ურთიერთგაცვლა.
ბანაკში მონაწილეობა იქცა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებად, რომელმაც ახალგაზრდებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა  ესწავლათ, გაზრდილიყვნენ და აღმოეჩინათ საკუთარი ლიდერული უნარ-ჩვევები.

ფოტო გალერეა