
ბანაკის პირველი დღეები საკმაოდ ნაყოფიერი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მონაწილეებს ჰქონდათ სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ჩამოაყალიბეს სამუშაო გუნდები, შექმნეს გუნდის სახელები და ლოგოები, ასევე წარმოაჩინეს საკუთარი უნარები და შესაძლებლობები.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ოქსფორდიდან მოწვეულ ტრენერს, რომელმაც ჩაატარა ინტერაქტიული ლექცია ლიდერობაზე. გარდა ამისა, ჩვენი ბანაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინგლისური ენის გაკვეთილები არაფორმალურ გარემოში, რომელსაც უცხოელი პედაგოგები უძღვებიან – ეს მონაწილეებს ენობრივი პრაქტიკისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ეხმარება.
Global Leadership Camp ექვსდღიან პროგრამას მოიცავს და წინ კიდევ არაერთი საინტერესო, საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა ელოდებათ ჩვენს მონაწილეებს, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ.
