GLOBAL LEADERSHIP CAMP

GLOBAL LEADERSHIP CAMP არის საზაფხულო საგანმანათლებლო ბანაკი, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს საქართველოდან, აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეები ერთიანდებიან ინგლისურენოვან და მრავალფეროვან გარემოში, სადაც სწავლა, განვითარება და ახალი მეგობრების შეძენა ყოველდღიური გამოცდილების ნაწილი ხდება. ბანაკის მთავარი მიზანია ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება თანამედროვე, ინტერაქციული მეთოდებით. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სესიებს, გუნდურ პროექტებს, დებატებსა და სამოტივაციო ტრენინგებს, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და გაძლიერებაში. საგანმანათლებლო პროცესს გაუძღვებიან ოქსფორდიდან და ამერიკიდან მოწვეული ტრენერები და პედაგოგები, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებენ აქტიურ, ჩართულობაზე დაფუძნებულ სწავლების ფორმატს.

ბანაკის პროგრამა აერთიანებს

• ინგლისური ენის ინტენსიურ პრაქტიკას რეალურ საკომუნიკაციო გარემოში

• ლიდერობისა და თვითგანვითარების ტრენინგებს

• გუნდურ მუშაობასა და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას

• კულტურულ და სპორტულ აქტივობებს

• საერთაშორისო მეგობრობასა და გამოცდილებას ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, განივითარონ თავდაჯერებულობა, საჯარო გამოსვლის უნარები და გუნდში ეფექტურად მუშაობის კულტურა.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ასაკი: 9-18 წელი

თარიღები: 20-25 ივნისი

Register

ლინგოსთარის ბანაკები