აღნიშნულ პროექტს 2024 წლის ოქტომბერში ჩაეყარა საფუძველი და პირველივე წელს წარმატებით დაიმკვიდრა თავი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
პროექტის მთავარი მისიაა ინგლისური ენის სწავლების გზით, ახალგაზრდებში საერთაშორისო განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის ძირითადი ღირებულებები
• ენობრივი კომპეტენციების გაძლიერება პროექტის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის 21-ე საუკუნის საკომუნიკაციო, საგანმანათლებლო და პროფესიული უნარების განვითარებისთვის.
• საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა, პროექტი მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ინგლისურენოვან გარემოში განივითარონ ენობრივი და კულტურული უნარები, რაც ხელს უწყობს მათი გლობალური აზროვნების ჩამოყალიბებას.
• ინკლუზიური დაჯილდოების მექანიზმი მოტივაციის ამაღლებისთვის ასაკობრივად მორგებული და სტრუქტურირებული ჯილდოები, როგორიცაა საერთაშორისო საგანმანათლებლო ვიზიტების დაფინანსება, სპეციალური პროგრამები და სტიპენდიები აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას. განსაკუთრებით საჭირო და ღირებულია ამგვარი მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი მსგავს შესაძლებლობებზე.
„LINGOSTAR“ არ არის მხოლოდ ინგლისური ენის ოლიმპიადა — ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მოტივირებულ, შემოქმედებით და მიზანდასახულ ახალგაზრდებს საერთო მიზნის გარშემო: გახდნენ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური წევრები.
პროექტი აგრძელებს ზრდას, ავითარებს პარტნიორობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქმნის უფრო ფართო სივრცეს იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც სჯერა, რომ განათლება არის ცვლილების მთავარი ძალა.
„LINGOSTAR“ დღეს უკვე წარმოადგენს სანდო და ინოვაციურ საგანმანათლებლო ბრენდს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების პიროვნულ, აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას — საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.