Lingostar Global Leadership Winter Camp – მომავლის ლიდერები AI ეპოქისთვის!

 

როგორი უნდა იყოს ლიდერი სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ცვლის განათლებას, პროფესიებსა და ჩვენს შესაძლებლობებს? როგორ უნდა ისწავლოს მოზარდმა დამოუკიდებლად აზროვნება, საკუთარი იდეების თავდაჯერებულად წარდგენა და გუნდთან ერთად გამოწვევების გადაჭრა?

სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებას ეძღვნება Lingostar Global Leadership Winter Camp – ზამთრის საერთაშორისო საგანმანათლებლო ბანაკი, რომელიც 10–15 იანვარს ბაკურიანში გაიმართება და მოზარდებს სწავლის, აღმოჩენების, შემოქმედებისა და ახალი მეგობრობის ექვს დაუვიწყარ დღეს სთავაზობს.

ეს არ არის მხოლოდ ზამთრის არდადეგები. ეს არის შესაძლებლობა, მოზარდმა გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები, აღმოაჩინოს ახალი ინტერესები, გაიცნოს ახალი ადამიანები და გახდეს უფრო თავდაჯერებული.

ინგლისური, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია

წარმოიდგინეთ გარემო, სადაც ინგლისური მხოლოდ სასწავლო საგანი არ არის Lingostar-ის ზამთრის ბანაკში ინგლისური ენა ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია. უცხოელ ტრენერებთან და პედაგოგებთან საუბარი, ტრენინგები, თამაშები, გუნდური პროექტები, პრეზენტაციები და თემატური საღამოები ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება.

მონაწილეები ინგლისური ენის ვორქშოპებში ჩაერთვებიან საკუთარი ცოდნის დონის შესაბამისად. ეს მათ საშუალებას მისცემს, იმუშაონ ენობრივი უნარების განვითარებაზე, დაძლიონ საუბრის ბარიერი და უფრო თავდაჯერებულად გამოიყენონ ინგლისური რეალურ სიტუაციებში.

ხელოვნური ინტელექტი – გამოწვევა თუ შესაძლებლობა?!

ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლის სამყაროს, რომელშიც მოზარდები სწავლობენ, მუშაობენ და საკუთარ მომავალს გეგმავენ. ამიტომ ამ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ აზროვნებას.

მონაწილეები გაეცნობიან AI-ის პრაქტიკულ გამოყენებას, ისწავლიან მისი დახმარებით იდეების განვითარებას, პრობლემების გადაჭრასა და საკუთარი პროექტების შექმნის პროცესს. იმუშავებენ გუნდურ დავალებებზე, განიხილავენ მომავლის განათლებას და იფიქრებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად და შემოქმედებითად გამოყენება.

ოქსფორდიდან მოწვეულ ტრენერებთან მუშაობა მოზარდებს მისცემს შესაძლებლობას, ახალი ცოდნა მხოლოდ თეორიულად კი არ მიიღონ, არამედ პრაქტიკულ აქტივობებში გამოიყენონ.

ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებმა ხელოვნური ინტელექტი აღიქვან არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიური სიახლე, არამედ როგორც ინსტრუმენტი, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში მათ შესაძლებლობებს აფართოებს.

ლიდერობა, რომელსაც პრაქტიკაში სწავლობ

ლიდერობა მხოლოდ თანამდებობა ან სხვებისთვის მითითებების მიცემა არ არის. ის საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებას, პასუხისმგებლობის აღებას, მოსმენას, თანამშრომლობასა და საჭირო დროს გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.

ამიტომ ბანაკის პროგრამა აგებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე. მონაწილეები იმუშავებენ გუნდებში, წარადგენენ საკუთარ იდეებს, ჩაერთვებიან დებატებში, საჯარო გამოსვლებსა და გუნდურ გამოწვევებში.

ბანაკის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, აუდიტორიის წინაშე წარდგეს და საკუთარი ხმა გააჟღეროს.

ზოგისთვის ეს პირველი პრეზენტაცია იქნება, ზოგისთვის – დებატებში მონაწილეობის ახალი გამოცდილება, სხვებისთვის კი შესაძლებლობა, აღმოაჩინონ, რომ შეუძლიათ გუნდის გაძღოლა და სხვების შთაგონება.

პროგრამა ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას – კომპეტენციების, რომლებიც მოზარდებს მომავალში სწავლისა და პროფესიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ.

საერთაშორისო ტრენერები

ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ამერიკიდან, კანადიდან, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და საქართველოდან მოწვეულ გამოცდილ და პროფესიონალ ტრენერებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით მოზარდები გაეცნობიან თანამედროვე სამყაროს ახალ შესაძლებლობებს, იმსჯელებენ ტექნოლოგიებზე, მეცნიერებაზე, ლიდერობასა და დიპლომატიაზე და აღმოაჩენენ იდეებს, რომლებიც მათ მომავალ, კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 მეცნიერებიდან თეატრამდე – სწავლა, რომელიც გამოცდილებად იქცევა

 

Lingostar-ის ზამთრის ბანაკის პროგრამა აერთიანებს აკადემიურ, შემოქმედებით, ინტელექტუალურ და გასართობ აქტივობებს, რათა თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ინტერესების აღმოჩენა შეძლოს.

ინგლისური ენის ვორქშოპები – უცხოელ პედაგოგებთან, ცოდნის დონის მიხედვით (A1–B2).

ლიდერობისა და საჯარო გამოსვლის ტრენინგები – თავდაჯერებულობის, კომუნიკაციისა და საკუთარი იდეების წარდგენის უნარების გასავითარებლად.

ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი – მომავლის შესაძლებლობების შესასწავლად და პრაქტიკული პროექტების შესაქმნელად.

ასტრონომია და მეცნიერება – სამყაროს, სამეცნიერო აღმოჩენებისა და ახალი ცოდნის მიმართ ინტერესის გასაღვივებლად.

სამსახიობო ხელოვნების ვორქშოპები – ცნობილ თეატრის მსახიობთან და რეჟისორთან ერთად, ემოციების გამოხატვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და სცენაზე თავდაჯერებულობის გასავითარებლად.

ინტელექტუალური და სათავგადასავლო თამაშები – ლოგიკური აზროვნების, დაკვირვების, სწრაფი გადაწყვეტილებებისა და გუნდური თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

სპორტული აქტივობები და გუნდური შეჯიბრებები – ენერგიის, ჯანსაღი კონკურენციისა და გუნდური სულისკვეთების გასაზიარებლად.

ნაკლები დრო ეკრანთან – მეტი დრო რეალურ თავგადასავლებში

თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურობაში ეკრანებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბანაკი კი მათ სთავაზობს შესაძლებლობას, დრო განსხვავებულად გაატარონ: მეტი ისაუბრონ, იმოძრაონ, ითანამშრომლონ, ითამაშონ და ახალი მეგობრები შეიძინონ.

მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან თემატურ საღამოებში, კინოჩვენებებსა და დაუვიწყარ წვეულებებში: ჯადოსნური საახალწლო წვეულება, ABBA Party, Chicago Party, Candy Party, DJ Party და სხვა გასართობი აქტივობები.

ბანაკის ყოველი დღე ახალი ემოციების, მეგობრობისა და აღმოჩენების შესაძლებლობაა – გარემო, სადაც სწავლა და გართობა ერთმანეთს ერწყმის, ხოლო ერთად გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა.

ბანაკის დეტალები და რეგისტრაცია

თარიღი: 10-15 იანვარი
ადგილმდებარეობა: ბაკურიანი
ასაკი: 12-18 წელი
სამუშაო ენა: ინგლისური
ინგლისური ენის დონე: A1-B2
განთავსება: დახურული 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო GRAND NOEL BAKURIANI
კვება: მაღალი სტანდარტის 3 ჯერადი  კვება
ღირებულება: 1,590 ლარი (შესაძლებელია ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება)

ბანაკის მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია კომფორტული განთავსება და ორგანიზებული, უსაფრთხო გარემო.

დარეგისტრირდი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *