საგამოცდო პლატფორმა

🌍 ლინგოსთარის მონაწილეები ინგლისური ენის ონლაინ გამოცდას წერენ საერთაშორისო საგამოცდო პლატფორმა ClassMarker-ზე!

💻 ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მაღალი სტანდარტების მქონე სისტემა ონლაინ ტესტირებისთვის, რომელსაც იყენებენ ისეთი წამყვანი სასწავლო და საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა:
✨ Microsoft
✨ Philips
✨ Stanford University
✨ IAPM (International Association of Project Managers)

🔹 როგორ მუშაობს ClassMarker?
✅ თითოეული მონაწილე იღებს პერსონალურ ბმულს და უნიკალურ კოდს გამოცდის დასაწყებად
✅ გამოცდა მიმდინარეობს ონლიან რეალურ დროში
✅ პლატფორმა იყენებს ბრაუზერის კონტროლისა და კამერის მონიტორინგის ფუნქციას
✅ დრო ზუსტად არის განსაზღვრული და კონტროლდება
✅ შეფასება ხდება ავტომატურად, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებლობასა და სიზუსტეს.

🔴 სიახლე, ლინგოსთარმა წელს დაამატა classmarker-ის კიდევ ერთი უნიკალური ფუნქცია, სრული ვიდეომონიტორინგი, რაც ნიშნავს, რომ საგამოცდო პროცესი სრულად იწერება და კონტროლდება რეალურ დროში. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და თანასწორ პირობებს ყველა მონაწილისთვის.

💬 რაც მთავარია: ჩვენი მიზანია, თითოეულმა მონაწილემ გამოცდა ჩააბაროს თანასწორ გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და მაქსიმალურად კომფორტულად.

5 Comments

  1. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს❤️

  2. მსურს მონაწილეობა მიიღონ ტესტირებაში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *