Global Leadership Camp შეხვდრა ნიკა წულუკიძესთან

❄️ Global Leadership Camp აქტიურად გრძელდება

✅ზამთრის ბანაკის პროგრამა დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში მიმდინარეობს. მონაწილეები ჩართულნი არიან საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში, რაც მიზნად ისახავს ლიდერობის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

🗣️პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ოქსფორდიდან მოწვეულ ტრენერს, რომელმაც ჩაატარა ინტერაქტიული ლექცია ლიდერობაზე. აღნიშნულმა შეხვედრამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, სიღრმისეულად გაეაზრებინათ ლიდერობის თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული ასპექტები.

🗣️ბანაკის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ცნობილ ტელეწამყვანთან და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძესთან, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა და ეფუძნებოდა ბატონი ნიკოლოზის იგავ-არაკებს, რომლებიც წარმატების მიღწევის, სამშობლოს სიყვარულისა და პიროვნული ღირებულებების თემებს მოიცავდა.

✔️გარდა აღნიშნული აქტოვობებისა, ბანაკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ინგლისური ენის გაკვეთილები არაფორმალურ გარემოში, რომელსაც უცხოელი პედაგოგები უძღვებიან. აღნიშნული მიდგომა მონაწილეებს ენობრივი პრაქტიკის გაღრმავებასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

#leadershipcamp#bakuriani#wintercamp

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *