2025–2026  აკადემიური წელი – გლობალური შესაძლებლობების კვალდაკვალ!

ყოველი ახალგაზრდისთვის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც ოცნება მიზნად იქცევა, მიზანი – მოქმედებად, ხოლო მოქმედება – წარმატებად. ლინგოსთარის მთავარი მისია სწორედ ასეთი მომენტების შექმნაა. 2025–2026 აკადემიური წელი ამ მისიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი გახდა – წელი, რომელმაც ასობით ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა, ლიდერული პოტენციალი და გლობალური ხედვა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოეჩინა.

ამ ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა არა მხოლოდ წარმატებული პროექტები, არამედ ასობით პიროვნული განვითარების ისტორია. ისტორიები ახალგაზრდებზე, რომლებმაც ირწმუნეს საკუთარ თავის, მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება, დაამყარეს ახალი კავშირები, შეიძინეს ცოდნა და ღირსეულად წარადგინეს საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

ინგლისური ენის ოლიმპიადა – გზა, რომელიც გლობალური შესაძლებლობების ჰორიზონტს ხსნის.

2025–2026 აკადემიური წლის განმავლობაში ოლიმპიადის გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ათასობით მოსწავლე ჩაერთო.

ლინგოსთარის ოლიმპიადა სამეტაპიანი ფორმატით ჩატარდა. პირველ ორ ეტაპზე მონაწილეებმა ონლაინ ტესტირება გაიარეს, კამერის მონიტრინგით, სადაც უზრუნველყოფილი იყო შეფასების პროცესის ობიექტურობა და გამჭვირვალობა.  ფინალურ ეტაპზე კი მონაწილეები საერთაშორისო ინგლისური ენის ექსპერტთან ინდივიდუალურ გასაუბრებაში შეფასდნენ. საბოლოოდ, თითოეული კლასობრივი კატეგორიიდან ორივე სეზონის განმავლობაში გამოვლინდა 10 გამარჯვებული, ხოლო ქვეყნის მასშტაბით შეირჩა 1000-ზე მეტი საუკეთესო მონაწილე, რომლებმაც მაღალი აკადემიური შედეგებითა და გამორჩეული მიღწევებით დაიმსახურეს ლინგოსთარის აღიარება.

თუმცა ლინგოსთარის ოლიმპიადა მხოლოდ კონკურსი არასოდეს ყოფილა.

მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. სწორედ ამიტომ გამარჯვებულებისთვის მთავარი ჯილდო საერთაშორისო/საგანმანათლებლო ვიზიტებია – გამოცდილება, რომელიც ახალ ცოდნას, ახალ კულტურებსა და ახალ პერსპექტივებს აერთიანებს.

დაჯილდოების ცერემონიები – წარმატების ისტორიის ყველაზე ემოციური დღე.

ამ აკადემიური წლის განმავლობაში ლინგოსთარმა ორი მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ჯამში 1500-ზე მეტ სტუმარს ვუმასპინძლეთ.ეს იყო დღეები, რომლებმაც გააერთიანა მონაწილეები, მშობლები, პედაგოგები, პარტნიორი ორგანიზაციები და საერთაშორისო სტუმრები.

საგამოფენო სივრცეები, პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობა, ინოვაციური ტექნოლოგიები, კულტურული წარმოდგენები, მუსიკალური ნომრები და მსოფლიოს ქვეყნების დროშების პერფორმანსი სიმბოლურად გამოხატავდა ლინგოსთარის მთავარ გზავნილს – „Be Global, Go Global.“

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ახალგაზრდების ემოციები იყო – მომენტი, როდესაც შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა აღიარებად და ახალ შესაძლებლობებად იქცა.

საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ჰორიზონტს აფართოებს

ლინგოსთარისთვის საერთაშორისო პროგრამები უფრო მეტია, ვიდრე საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტები. ისინი წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ საერთაშორისო გარემოში მუშაობას, განსხვავებული კულტურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოხატვას და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის აუცილებელია.

2025–2026 აკადემიური წლის განმავლობაში ლინგოსთარის გამარჯვებულებმა და დელეგატებმა საქართველო ღირსეულად წარადგინეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დუბაიში ისინი გაეცნენ თანამედროვე უნივერსიტეტებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გარემოს.

ამავე პერიოდში ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ქართველმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების (Model United Nations) საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად იმსჯელეს გლობალურ გამოწვევებზე, ჩაერთნენ დებატებში, მოლაპარაკებებსა და რეზოლუციების შემუშავების პროცესში.

საერთაშორისო გამოცდილების მიღება გაგრძელდა ევროპაშიც – ბრიუსელში, რომსა და ბარსელონაში განხორციელებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ახლოს გაცნობოდნენ ევროპული ინსტიტუტების საქმიანობას, ლიდერობის თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკას. ამასთან, 2025–2026 აკადემიურმა წელმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც მოიტანა – სამხრეთ კორეა, რომელიც ლინგოსთარის გაზაფხულის სეზონის  გამარჯვებულებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების ახალ მიმართულებად იქცა.

საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დიპლომატიური შეხვედრები იყო. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთსა და იტალიაში მონაწილეები შეხვდნენ საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საქართველოს როლის შესახებ გლობალურ პროცესებში.

სწორედ ამ მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილების ერთობლიობა ქმნის ლინგოსთარის საგანმანათლებლო ხედვას  – განათლება არ შემოიფარგლება საკლასო სივრცით. ის გრძელდება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, საერთაშორისო კონფერენციებზე, დიპლომატიურ შეხვედრებსა და კულტურათაშორის დიალოგში, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას იძენენ, არამედ ყალიბდებიან გლობალურად მოაზროვნე, პასუხისმგებლიან ლიდერებად.

საერთაშორისო აღიარება, რომელიც მრავალწლიანი შრომის შედეგია.

2025–2026 აკადემიური წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გახდა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე მოპოვებული ჯილდო – Best Delegation.

ეს წარმატება მხოლოდ ერთი კონფერენციის შედეგი არ არის.

იგი ასახავს მრავალწლიან მიზანმიმართულ მუშაობას, დელეგატების პროფესიონალურ მომზადებასა და იმ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდები სწავლობენ ლიდერობას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გუნდურ მუშაობასა და საერთაშორისო გარემოში ეფექტიან კომუნიკაციას.

Global Leadership Camp  სივრცე, სადაც ლიდერებად ყალიბდებიან.

აკადემიური წლის განმავლობაში ლინგოსთარმა წარმატებით განახორციელა ზამთრისა და ზაფხულის Global Leadership Camp, ლინგოსთარის ბანაკში ათობით ახალგაზრდა ჩაერთო. ბანაკების პროგრამა აერთიანებდა ლიდერობის ტრენინგებს, საჯარო გამოსვლის პრაქტიკას, დებატებს, გუნდურ გამოწვევებს, კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად ექციათ.

ინგლისური ენის სკოლა – საფუძველი, რომელზეც წარმატება შენდება.

2025-2026 აკადემიური წელი განსაკუთრებული იყო ლინგოსთარის ინგლისური ენის სკოლისთვისაც – წელს სკოლამ პირველი გამოშვების მოსწავლეები გააცილა. ინტენსიური სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დონის განმსაზღვრელი ტესტი გაიარეს, რომლის შედეგების საფუძველზეც მათ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სწავლობდნენ თანამედროვე, ინტერაქციულ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც მათ განვითარებაზე ერთობლივად ზრუნავდნენ ქართველი და უცხოელი კვალიფიციური პედაგოგები. პროგრამა ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და საერთაშორისო გარემოში ეფექტიანი ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაზეც.

ლინგოსთარის სკოლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მთავარ საგანმანათლებლო ხედვას – ხარისხიანი განათლება იწყება ყოველდღიური, თანმიმდევრული მუშაობით, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს მყარ ცოდნას, თავდაჯერებულობასა და იმ საფუძველს, რომლის გამოც ისინი მომავალში წარმატებით ერთვებიან ოლიმპიადებში, საერთაშორისო პროგრამებსა და გლობალურ საგანმანათლებლო პროექტებში.

განათლება, რომელიც მომავალს ქმნის.

ლინგოსთარის თითოეული პროექტი – ოლიმპიადა, საერთაშორისო პროგრამა, ბანაკი, ინგლისური ენის სკოლა თუ კონფერენცია – ერთი საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდება: ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, ლიდერული უნარების განვითარებას და გლობალურ საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას.

სწორედ ამ ხედვამ აქცია 2025–2026 აკადემიური წელი არა მხოლოდ წარმატებული პროექტების ერთობლიობად, არამედ ასობით ახალგაზრდის პიროვნული და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად.

წინ ახალი სეზონია, ახალი ოლიმპიადები, ახალი საერთაშორისო პროექტები და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა.

ლინგოსთარის გუნდს ჯერა, რომ ყველაზე დიდი წარმატება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ახალგაზრდა საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებს. დანარჩენი კი უკვე  არის გზა – გზა, რომელიც ლოკალური წარმატებიდან გლობალურ მომავალამდე გრძელდება.

Shape the Future

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *