
15–21 ივნისს, ცემში გაიმართა ინგლისურენოვანი ბანაკი „Leadership in English Camp“
ბანაკის პროგრამა მოიცავდა:
ინგლისური ენის გაკვეთილებს
ლიდერობის ტრენინგებს
გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის აქტივობებს
გარდა ამისა, ყოველდღიურად იმართებოდა
შემეცნებითი და გასართობი შეხვედრები, რაც ბავშვების ინტერესსა და ჩართულობას აძლიერებდა.
ჩვენი მიზანი იყო, 10-დან 16 წლამდე მონაწილეებისთვის გაგვეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება შემდეგ თემებზე:
•ლიდერობა და გუნდური მუშაობა
• საჯარო გამოსვლები
• საერთაშორისო განათლება და პროფესიული განვითარება
![]()
ბანაკის მონაწილეებმა არა მხოლოდ გააუმჯობესეს ინგლისური ენის ცოდნა, არამედ განივითარეს სოციალური და ემოციური უნარები — უნიკალური თვისებები, რომლებიც მომავალში წარმატებულ ლიდერებს სჭირდებათ.
მოზარდებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ გამოცდილ სპიკერებს ოქსფორდიდან და კანადიდან
ჯეიდენ ბრეივსსა და ჰანა სთიუვარდს — რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ბანაკის ყველა აქტივობაში.
ბანაკი ორგანიზებული იყო SS INTERNATIONAL EDU FOR GEORGIA-სა და SpeakUp – Language Center-ის პარტნიორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
მადლობას ვუხდით თითოეულ პარტნიორსა და ბანაკის ყველა მონაწილეს და მშობლებს ნდობის, —
დაუვიწყარი 1 კვირისა და პოზიტიური ემოციებისთვის!







დაინტერესებული ვარ საზაფხულო ბანაკით. თუ შეიძლება საფასურის შესახებ შემატყობინეთ.