15–21 ივნისს, ცემში გაიმართა ინგლისურენოვანი ბანაკი

„Leadership in English Camp“

ბანაკის პროგრამა მოიცავდა

• ინგლისური ენის გაკვეთილებს
• ლიდერობის ტრენინგებს
• გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის აქტივობებს
გარდა ამისა, ყოველდღიურად იმართებოდა
შემეცნებითი და გასართობი შეხვედრები, რაც ბავშვების ინტერესსა და ჩართულობას აძლიერებდა.
ჩვენი მიზანი იყო, 10-დან 16 წლამდე მონაწილეებისთვის გაგვეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება შემდეგ თემებზე:
•ლიდერობა და გუნდური მუშაობა
• საჯარო გამოსვლები
• საერთაშორისო განათლება და პროფესიული განვითარება
ბანაკის მონაწილეებმა არა მხოლოდ გააუმჯობესეს ინგლისური ენის ცოდნა, არამედ განივითარეს სოციალური და ემოციური უნარები — უნიკალური თვისებები, რომლებიც მომავალში წარმატებულ ლიდერებს სჭირდებათ.
მოზარდებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ გამოცდილ სპიკერებს ოქსფორდიდან და კანადიდან.
ჯეიდენ ბრეივსსა და ჰანა სთიუვარდს — რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ბანაკის ყველა აქტივობაში.
ბანაკი ორგანიზებული იყო თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ბანაკში მონაწილეობა ჯამში 100 მოსწავლემ მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.